შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიცფელდმა განაცხადა, რომ ევროპულ ფეხბურთში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. იტყობინება, ესპანური პრესა.
მიუნხენის “ბაიერნისა” და “დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გერმანული ფეხბურთი უკვე იწყებს ევროპაში დომინირებას და ესპანელებს პოზიციებში ეცილება.
“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ევროპულ ფეხბურთში დიდ ცვლილებებთან – მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნმა” უნდა დაამტკიცოს საკუთარი სიძლიერე განმეორებით მატჩში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. “დორტმუნდმა” კი უკვე ყველაფერი გააკეთა.” – განაცხადა, ჰიცფელდმა.
შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდმა” საკუთარ მოედანზე 4:1 მოგების შემდგომ “ბერნაბეუზე” მათთვის სასარგებლო ანგარიშით ფინალში გასვლა მოახერხა მიუხედავად 2 ბურთიანი სხვაობით მარცხისა. “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება კი დღეს 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
