კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა კარლეს რექსაჩმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა სჭირდება რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტიტო ვილანოვას შეგირდებმა “ბაიერნთან” მატჩი 0:4 დათმეს.
“გუნდის ფეხბურთელებმა რასაკვირველია უნდა იოცნებონ ფინალში გასვლაზე. რა თქმა უნდა ეს არცთუ ისე ადვილი ამოცანაა. რადგან “ბაიერნს” უძლიერესი მხარე გოლის გატანაა. “ბარსელონასათვის” კი ამ მატჩში უმთავრესი – გოლის არგაშვებაა. ხოლო 4 გოლის გატანა კლუბს შეუძლია. “ბაიერნის” ერთ-ერთი უძლიერესი მხარე მისი ნახევარდაცვაც არის.” – დაასრულა რექსაჩმა.
