workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტო: “ხელახლა ბევრი ჯილდოს მოგება რთული იქნება”

პინტო: “ხელახლა ბევრი ჯილდოს მოგება რთული იქნება”

ხოსე-მანუელ პინტო კოლორადო თვლის, რომ “ბარსელონასთვის” ძალიან რთული იქნება, ისევ მოიგოს იმ რაოდენობის ტიტულები, რაც იყო წინა ორი სეზონის განმავლობაში, მაგრამ მან ხაზი გაუსვა გუნდის მიზანსწრაფულობას, რომლის მეშვეობითაც კლუბი გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

“ბარსელონას” გოლკიპერი სიამოვნებას ღებულობს ახალი სეზონისათვის მოსამზადებელ ვარჯისებისგან და მომოვალს იმედის თვალით შესცქერის.

“-რეალურად ზალიან რთული იყო გასულ სეზონში ის სათამაშო რითმი შეგვენარჩუნებინა, რომლითაც მოვქმედებდით. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში ასე რთულად არ გვექნება საქმე.”

ბუსკეტსი

 მას სემდეგ, რაც პინტო “ბარსელონაში” მოვიდა იგი ხუან-კარლოს უნსუეს მეთვალყურეობით ვარჯიშობდა, მაგრამ ახალი სეზონიდან ყველაფერი შეიცვალა. უნსუე კლუბიდან წავიდა, რათა “ნუმანსია” გაწვრთნას, ხოლო მის ადგილას კატალონიელთათვის კარგად ნაცნობი პიროვნება, კარლეს ბუსკეტსი მოვიდა. პინტომ ახალ მწვრთვნელთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა:

“-ის ერთი კვირაა რაც ჩვენთან იმყოფება და უკვე დაგვიმტკიცა, რომ დიდი გამოცდილება და არაჩვეულებრივი ტექნიკა უმაგრებს ზურგს.”

მიზანსწრაფულობა

 პინტოს გააზრებული აქვს, რომ არ არის “ბარსელონას” ძირითადი მოთამაშე, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რათა მთლიანად დაიხარჯოს და ჩვეულებრივ რითმში განაგრძოს ვარჯიში.

“-ეს არაფერს არ ცვლის, მე ისევ ისე ვიხარჯები და ვიწვი იმის სურვილით, რომ დავეხმარო თანაგუნდელებს და კლუბს. ვიქტორი არ მაძლევს შანს, რომ თავი წარმოვაჩინო მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ბრწყინვალე მეკარეა, მიუხედავად ამისა მე თავდაუზოგავ ვარჯიშს ვაგრძელებ, რასაც აქამდეც ვაკეთებდი.”_ დაასრულა ვეტერანმა მეკარემ.

განვლილი გზა

 მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისათვის მეოთხე იქნება კატალონიაში. და ის ამბობს, რომ: “-მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვთამაშობდენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, იმედი მაქვს, რომ მე აქ კიდევ დიდი ხნით ვარ.”

 

წყარო:www.fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში