“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა თავისი მომავლის შესახებ კთხვაზე საბოლოოდ გასცა პასუხი.
ბოლო დღეებში გავრცელდა ჭორები, რომლელთა თანახმადაც ჰაინკენსი ესპანეთში უნდა დაბრუნებულიყო და ამ ქვეყნის ერთ–ერთი გრანდი “რეალი” ან “ბარსელონა” ჩაებარებინა. კატალონიურ გუნდს იმიტომ ასახელებდნენ, რომ ლურჯ–ბროწეულისფერების მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ უკვე მეორეჯერ გაიკეთა რთული ოპერაცია.
“ამჟამად მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს. რაც შეეხება ჩემს კოლეგას “ბარსელონაში”, მან პირველი თვეების განმავლობაში შესანიშნავი სამუშაო გასწია და ფუნდამენტურ შედეგს მიაღწია ქვეყნის ჩემპიონატში. პატივისცემა ტიტოსადმი, მის მიერ გაწეული სამუშაოს განხილვას კრძალავს.” – აცხადებს ჰაინკენსი.
