მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე თანაგუნდელების გასაგონად განაცხადა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სულ სხვა მესის იხილავენ.
”პრინციპში ჩვენი ტაქტიკა არ უნდა განსხვავდებოდეს იმ ტაქტიკისგან, რომლითაც წინა კვირას ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, უფრო მეტად საკუთარ კარებთან თამაში მოგვიწევს, თუმცა საჭიროა ბურთი კარისგან შორს რაც შეიძლება დიდხანს გავაკონტროლოთ. არ ვფიქრობ, რომ პირველ მატჩში ”ბარსელონამ” კატასტროფული ფეხბურთი აჩვენა. გავიმარჯვეთ, რადგან თავად ვიყავით ძლიერები და არა იმიტომ, რომ ”ბარსელონა” იყო სუსტი.
მესი? განმეორებით შეხვედრაში ყველა სულ სხვა მესის იხილავს. მასთან მეტი მუშაობა მოგვიწევს. ის ხომ ყოველ სეზონში 50 გოლზე მეტს იტანს მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მოწინააღმდეგე. ასევე არ გამოვრიცხავ იმას, რომ პირველ მატჩში მისი განეიტრალება ჩვენმა კარგმა თამაშმა შეძლო” – განაცხადა მიულერმა.
