მიუნხენის ”ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ მისი სიტყვების ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს.
”მე პატიებას ვითხოვ, თუკი ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. უბრალოდ ავღნიშნე, რომ კატალონიური კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფინალში გავიდეს და არასდროს მიგულისხმია არასპორტული ქცევები. ვისაუბრე ზეწოლაზე, რომელსაც ისინი მოედანზე გამოიყენებენ. ამას მეც კი ვიყენებდი ფეხბურთელობის და მწვრთნელობის დროს.
”ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სამართლიანი კლუბია. მისით უნდა აღფრთოვანდე. დარწმუნებული ვარ, რომ ოთხშაბათს სამართლიანი თამაში იქნება. ორი გუნდი სრული ძალებით იბრძოლებს, რათა ფინალში გავიდეს. მე მხოლოდ ეს ვიგულისხმე” – განაცხადა ბეკენბაუერმა.
