ბავრი ფიქრობს, რომ იმ გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ რომელიც გერმანიაში დაფიქსირდა “ბარსელონას” არანაირი შანსი არ აქვს. მიუხედავად წაგებული მატჩისა “ბარსელონამ” ბურთის კონტროლში კვლავ სძილია მეტოქეს.
მაშინ, რატომ მოიგებს მიუნხენელებმა ასე დამაჯერებლად?
ბევრი თვლის, რომ დავაში გრძელი “ავტობუსის” დაყენება (გაძლიერებული დაცვა), ერთადერთი საშვალებაა “ბარსელონას” დასამარცხებლად, თუმცა ბოლო თამაშებმა აჩვენა, რო ეს ასე არ არის . თქვენ ახლა მოიყვანთ “ჩელისა” და “ინტერის” მაგალითებს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ინტერი” იმ შეხვედრაში დამარცხდა სადაც უფრო მეტად იცავდა თავს. “ჩელსიც” წააგებდა, რომ არა ბოლო წუთებზე გატანილი გოლი, რომლის დროსაც დაცვას პრაქტიკულად მიტოვებული ჰქონდა პოზიციები საბოლოო გოლის გატანის მიზნით.
“ბაირენმა” დაამტკიცა საუკეთესო ტაქტიკა “ბარსას” წინაარმდეგ – ძლიერი წნეხი მეტქოქეზე. მიუხედავად ბურთის ფლობის მაჩვენებლისა, პასების დიდისტატებმა რამდენჯერმე დაკარგეს ბურთი ეს კი გერმანელებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. “ბარელონას” ასევე არ შეუძლია გრძელი პასებით თამაში ფეხბურთელების სიმაღლიდან გამომდინარე.
ამ პრობლემიდან თავის დაღწევის გზა კი სწრაფი და ზუსტი პასები, სწრაფი შეტევები და კარში რაც შეიძლება ბევრჯერ დარტყმაა. “ბარსელონას” დასაკარგი არაფერი აქვს, მათ უნდა გარისკონ.
ბარსელონას სამმა საკვანძო მოთამაშემ: ლეო მესისმ, ჩავიმ და ბუსკეტსამა ახლახან მოუშუშეს ტრავმები, ამიტომ ნებისმიერმა მცირე დაზიანებამ შეიძლება კვლავ გაართულოს მათი მდგომარეობა. გერმანიაში “ბარსეონას” ფეხბურთელები საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდნენ რაც ძირითადად ტრავმებით იყო გამოწვეული, ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით სჯობს იმ ფეხბურთელებმა ითმაშონ ვის შესაძლებლობებსა და ფიზიკურ მომზადებაში ექიმები 100%–ით დარწმუნებულნი არიან.
“ბარსელონას”, რომ სიმაღლის პრობლემა აწუხებს ეს უკვე დიდი ხანია ვიცით, და ფაქტორმა ძალიან ბევრ შეხვედრაზე იქონია გავლენა. გარკვეულწილად “ბაიერნის” ორი გოლი კუთხურიდან შეიძლება შემთხვევითობად მივიჩნიოთ–მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. თუმცა, ის ფაქტი, რომ კატალონიელებმა თითქმის ყველა კუთხურის მოგერიების შანი ხელიდან გაუშვეს საგანგაშოა. ამ ფაქტმა “ბაიერნს” საშუალება მისცა კარში დარტყმების რაოდენობა კიდევ უფრო გაეზარდა.
გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო ტაქტიკურ განლაგებას.
სრული შეტევა : 3–4–3

“ბარსამ” მსგავსი ტაქტიკით ითამაშა “მილანთან” განმეორებით შეხვედრაში. მესის წინ დეივიდ ვილიას დაყენება მას ამოსუნთქვის საშვალებას მისცემს. ვილია საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია, ასე, რომ მესის გარშემო 4–5 მცველი აღარ იქნება ისე როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება.
პრობლემა მხოლოდ სამი მცველის დაყენებაა. აბიდალის მზადყოფნა გუნდისთვის კარგი იქნება. აბიდალი სიმაღლე 1.86–ია, მართალია ეს ფაქტორი მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი არ არის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარკ ბარტრას საკითხი, რომელმაც “ბაიერნში” ნორმალურად ითამაშა, თუმცა რი შემთხვევებში მას ხელი გამოუცდელობამ შეუშალა.
ალექსის სანჩესი თუ პედრო როდრიგესი ? ერთ–ერთი მათგანი ძალიან ბევრ შეტევას ანიავებს, მეორე კი საერთოდ არ ჩანს ხოლმე მოედანზე. კიდევ ერთი ვარიანტია კრისტიან ტელიო, მაგრამ მისი დაყენება მსგავსი მნიშვნელობის თამაშებში ცოტა საეჭვოა.
ყველზე პოპულარული: 4–3–2–1

4–3–2–1 ყველაზე პოპულარული ტაქტიკაა თანამედროვე ფეხბურთში. მას ძალიან ბევრი გუნდი იყენებს: “ბაიერნი”, მადრიდის “რეალი” და დორტმუნდის “ბორუსია”. ასევე ამ ტაქტიკით ხელმძღვანელობდნენ გერმანიის, ესპანეთისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებები. ტოპ 3 ნაკრები ფიფას მონაცემებით.
ყველათვის ნაცნობი 4–3–3

4–3–3 კატალონიელებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ტაქტიკაა. მაგრამ ამ ტაქტიკით “ბარსელონა” გერმანიაში საშინლად დამარცხდა.
ამ ტქტიკის გამოყენება და მატჩის მოგება იქნება ერთგვარი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ გერმანიაში დაფიქსირებული შედეგი უბრალოს შეცდომა იყო, წაგების შემთხევაში კი ტიტო ვილანოვას ყველა ცუდ ტაქტიკოსობასა და იდეების ნაკლებობაში დაადანაშაულებს. ორივე შემტხევაში ეს ტაქტიკა საკმაოდ სარისკოა.
საბოლოო სიტყვა მაინც სამწვრთნელო შტაბზეა, ჩვენ კი ყველაფერს თამაშის დაწყებიდან ერთი საათით ადრე გავიგებთ



