2010 წლის 25 სექტემბერს მოხდა უთანხმოება ინიესტასა და ამორებიეტას შორის. ”ატლეტიკის” ”სან მამესზე” შეკრებილი გულშემატკივრები ინიესტას ამას დღემდე არ პატიობენ. ეს კარგად გამოჩნდა გუშინდელი მატჩის 73 წუთზე, როდესაც ანდრესმა ალექსისი შეცვალა ესპანელ ნახევარმცველს მთელი სტადიონი უსტვენდა. ამ ფაქტზე განცხადება თავად ინიესტამაც გააკეთა: ”თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ და ეს ჩემთვის მთავარია. მოედანზე შემოსვლისას ცუდი არაფერი არ მიგრძვნია. ჩემთვის ”სან მამესი” არ განსხვავდება არაფრით, სხვა საფეხბურთო კლუბების არენებისგან.” – განაცხადა ინიესტამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ”სან მამესი” არის ერთადერთი სტადიონი, სადაც გულშემატკივარი ინიესტას ზიზღით ხვდება.


