”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიელების მთავარი მეტოქის ლიდერის, კრიშტიანო რონალდუს რეკორდი დაამხო, იტყობინება Marca.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 2011/12 წლების სეზონში გასვლით მატჩებში 23 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ”ატლეტიკის” კარში გატანილი გოლი არგენტინელი ვუნდერკინდისთვის 24-ე აღმოჩნდა.
კულეების საბედნიეროდ, ლეო მესი ტრავმის შემდეგ საუკეთესო კონდიციებს უბრუნდება.
