დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
1 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer

რონალდო ლუის ნაზარიო

სეზონი კლუბში: 1996-97

თამაში: 51

გოლი: 48

 

1976 წელს, რიო დე ჟანეიროში დაბადებული რონალდო, “ბარსას” 1996 წელს “პსვ”-დან შეუერთდა, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
ის კლუბში მხოლოდ ერთი წელი იყო, თუმცა მან სრულად გვაჩვენა თავისი ფასი და ღირებულება, გაიტანა რა 51 მატჩში 48 გოლი, რაც ფეხბურთში უიშვიათესი შედეგია.
“ფენომენი” უჩვეულოდ ახოვანი ფეხბურთელი იყო, ძლევამოსილი დრიბლინგითა და მომენტების დაბოლოების ბრწყინვალე უნარით. 1996-97 წლების სეზონში “ბარსამ” მასთან და ბობი რობსონთან ერთად, თასების მფლობელთა თასი, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. გოლები, რომლებიც მან “კომპოსტელასა” და  “ვალენსიას” კარში გაიტანა, ბრწყინვალებისაშკარა გამოვლინება იყო.

 

ტიტულები:

თასების მფლობელთა თასი: 1996/97

ესპანეთის თასი: 1996/97

ესპანეთის სუპერთასი: 1996/1997