”ბარსელონამ” დღეს სტუმრად ბილბაოს ”ატლეტიკთან” ფრედ, 2:2 ითამაშა. პირველი ტაიმი ბასკებმა 1:0 მოიგეს, თუმცა მოედანზე ლეო მესის შესვლამ ვითარება შეცვალა. შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ არგენტინელმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ ალექსის სანჩესს საგლოდე უპასა. მატჩის კომპენსირებულ დროს კი ”ატლეტიკმა” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რის გამო ”ბარსას” ჩემპიონობის განაღდება გადაიდო. იმ შემთხევავში, თუკი ”რეალი” დღეს ვერ გაიმარჯვებს ”ბარსელონა” მომდევნო ტურში, ”ბეტისის” დამარცხების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.
