მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნიაინი: “ბარსელონას” ჩემპიონობის გადადებას ვეცდებით”

მუნიაინი: “ბარსელონას” ჩემპიონობის გადადებას ვეცდებით”

“ატლეტიკის” თავდამსხმელმა იკერ მუნიაინმა, პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის ეგიდით, “ბარსელონასთან” გასამართ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ბარსელონა” შესაძლოა ჩემპიონი დღესვე გახდეს, თუ დაგვამარცხებს. ისინი ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათ ზეიმს გადავდებთ. მართალია, ამისათვის უბრალოდ იდეალური თამაში უნდა ვაჩვენოთ”.

“მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” არც თუ ისე კარგი დროება უდგას, მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება. თუმცა ჩვენ ვეცდებით მათ ბურთი წავართვათ, კატალონიელებს ცხოვრება გავურთულოთ და თავი ისე ვიგრძნოთ, როგორც მასპინძლებს შეეფერება. თუ ეს გამოგვივა, მაშინ შანსი გვექნება”, – აღნიშნა მუნიაინმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში