მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “სანტოსთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

ნეიმარი “სანტოსთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

ბრაზილიელს მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება სურს.

როგორც ჩანს, თავდამსხმელმა ბრაზილიის დატოვება გადაწყვიტა და ევროპაში გადაბარგდება, სადაც, მოგეხსენებათ, მისი შეძენით კატალონიის “ბარსელონაა” დაინტერესებული.

“ნეიმარმა თავად განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, “სანტოსში” მისი დრო დასასრულს მიუახლოვდა“, – განაცხადა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ხელშეკრულება მომდევნო წლის ზაფხულამდე მოქმედებს, მისი ტრანსფერი კი 40 მილიონ ევროდ ფასდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში