ესპანურმა გამოცემამ ”მარკამ” ”ბარსელონას” განადგურების 10 მთავარი მიზეზი ჩამოთვალა.
1.ცუდი როტაცია
ფეხბურთელების აშკარა დაღლა. შემადგენლობის უმეტესობა, უდავოდ, გადაღლილი შეხვდა სეზონის ფინალურ ეტაპს.
2.უნდობლობა სათადარიგოების მიმართ
ტიტო ვილანოვა აშკარად არ ენდობა სათადარიგოს ფეხბურთელებს. ”ბაიერნთან” მატჩში მან მხოლოდ 1 ცვლილება გააკეთა და ისიც მატჩის მიწურულს, როდესაც გუნდი 4:0-ს აგებდა.
3.სამწვრთნელო შტაბის უმოქმედობა
როდესაც გუნდის საქმეები ცუდად მიდის, ძალიან ხშირად ჩანს სამვწრთნელო შტაბის უმოქმედობა. ეს არც ”ბაიერნთან” მატჩში არ იყო გამონაკლისი.
4.ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა და გამოუყენებელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა
მართალია კატალონიელებმა ალექს სონგი იყიდეს, მაგრამ მასაც ვერ იყენებენ სრულად. გარდა ამისა, ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას არცერთი სხვა ფეხბურთელი არ შეუძენიათ! სატრანსფერო პოლიტიკა აშკარად შესაცვლელია…
5.თუ მესი ვერ თამაშობს, გუნდს ”ბ” გეგმა არ აქვს.
ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ გუნდი დამოკიდებულია ლეოზე. არც ”მარკას” ჟურნალისტები არ არიან გამონაკლისები…
6.უმოქმედობა შარშანდელი პრობლემებისადმი
კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ერთად გადაწყვიტეს, რომ წელსაც იმავე ფეხბურთელებს მინდობოდნენ. წასვლის წინ პეპ გუარდიოლამ ისაუბრა კლუბის პრობლემებზე, რომლებიც დღემდე არ მოგვარებულა…
7.ტრავმები და ავადმყოფობა
წელს ”ბარსელონა” აშკარად განიცდის ტრავმიანობას. კარლეს პუიოლისა და ხავიერ მასკერანოს დიდი ვადით გამოკლება კატალონიური კლუბისთვის აშკარად მძიმე დარტყმა იყო. ასევე სერიოზული დაზიანებები ამ სეზონში ალექსისმა, სესკმა და ადრიანომაც მიიღეს. ამ ყველაფერს კი ტიტო ვილანოვას და ერიკ აბიდალის უსერიოზულესი ჯანმრთელობის პრობლემები დაემატა.
8.ფიზიკური მომზადების აშკარა პრობლემები
იმის გამო, რომ გუნდი ცუდად არის ფიზიკურად მომზადებული ვერ ხერხდება ვერც დაცვაში საკადრო პრობლემების გადაჭრა. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გამოჩნდა.
9.სათამაშო სტილის შეცვლა
პეპ გუარდიოლას დროს, ”ბარსელონას” ტაქტიკის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი მეტოქეზე საოცარი პრესინგი იყო. ნებისმიერი ფეხბურთელი ბურთის დაკარგვის შემთხვევაში იქვე იწყებდა ართმევას. წელს კატალონიელები ამ კატეგორიაში მოიკოჭლებენ.
10.ვიქტორ ვალდესის მომავალი
ვიქტორ ვალდესმა განაცახადა, რომ კლუბს 2014 წელს დატოვებს. ამ განცახებამ გუნდს ერთგვარი პრობლემები შეუქმნა.


