“ბარსელონამ” შესაძლოა 24 წლის თავდამსხმელს კეირისიონს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც ამჟამად არენდის სახით ბრაზილიურ “კურიტიბაში” ასპარეზობს.
“ბლაუგრანას” ხელმძღვანელობასა და ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტს შორის ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტის თვეში დაიწყო.
საინტერესოა, რო 2009 წელს კატალონიურ გრანდში გადაბარგების მომენტიდან კეირისიონს “ლურჯ-ბროწეულისფრების” მაისურით ერთი ოფიციალური შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია.
არენდის წესით ფორვარდი “ბენფიკაში”, “ფიორენტინაში”, “სანტოსსა” და “კრუზეიროში” ასპარეზობდა.
