”ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტი, ხერარდ დეულოფეუ სავარაუდოდ ”სიტის” შემოთავაზებას უარით გაისტუმრებს. მანჩესტერელები ხერარდის შეძენას ზაფხულში აპირებდნენ.
დეულოფეუს ამჟამინდელი ”მინიმალური” ფასი 8 მილიონე ვროს შეადგენს, რაც ”სიტის” ხელმძღვანელობისთვის ნამდვილად არ არის გადაულახავი ბარიერი. თუმცა, ტრანსფერზე თვითონ ფეხბურთელი არ თანხმდება, რომელსაც უნდა, რომ სახელი ”ბარსელონაში” გაითქვას.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში 19-წლის ფეხბურთელი კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
