”ბარსელონას” სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის მამამ განაცხადა, რომ მას არასოდეს არ უთქვამს, რომ მისი შვილი თამაშისთვის მზად არ ყოფილა.
აქამდე პრესაში ვრცელდებოდა შემდეგი ინფორმაცია: ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა, ხოსეპ მარია მინგეიამ ”ბაიერნთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მესის მამამ წინასწარ გააფრთხილა იგი მისი შვილის მოუმზადებლობის შესახებ.
”არასოდეს არ მითქვამს, რომ ლეო თამაშისთვის მზად არ ყოფილა და არიან ადამიანები, რომლებიც ამას აუცილებლად დაამტკიცებენ! მე დამისვეს შეკითხვა ლეოს კონდიციების შესახებ და მეც ვუპასუხე, რომ ჩემი შვილი ნორმალურ ფორმაშია. სამედიცინო ტესტიც მან წარმატებით გაიარა. პრესაში გავრცელებული ეს ჭორები სრულიად უსაფუძვლოა.” – განაცხადა თავდამსხმელის მამამ.
