მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამი: ”ბაიერნმა” ცივსისხლიანობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა”

ლამი: ”ბაიერნმა” ცივსისხლიანობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა”

”ბაიერნის” მცველმა და კაპიტანმა, ფილიპ ლამმა გააკეთა კომენტარი გუშინდელ მატჩზე ”ბარსელონას” წინააღმდეგ, რომელშიც მიუნხენელებმა კატალონიელები სამარცხვინო ანგარიშით დაამარცხეს. 

”ამ მატჩის წინ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორიც ”ბარსაა” შენ აუცილებლად უნდა დაიცვა თავი მთელი გუნდით და მაქსიმალურად გამოიყენო თავისუფალი სივრცეები წინ. საბედნიეროდ, ჩვენ ეს გამოგვივიდა და რაც მთავარია, ”ბაიერნმა” ცივსისხლიანობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. მაქსიმალურად დაიხარჯე დაცვაში და გამოიყენე მომენტები წინ. ზუსტად ამ ტაქტიკამ მოგვაგებინა ”ბარსელონასთან” დაპირისპირებაში” – განაცხადა ლამმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 1 მაისს ”კამპ ნოუზე” ჩატარდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში