მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი: “ფაბრეგასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”

სანჩესი: “ფაბრეგასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”

კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის ჩილელმა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, გუშინდელ შეხვედრაში “ლევანტეს” წინააღმდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა გაუკეთა სესკ ფაბრეგასს. ჩილელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას მსგავსი განცხადება გააკეთა. 

“თუ მწვრთნელი მე მენდობა, მზად ვარ 100%-ით დავიხარჯო. მე ფინტებს დღითიდღე ვაუმჯობესებ და საბოლოო ჯამში ვცდილობ გუნდს გამოვადგე.” მე და სესკს კარგი ურთიერთობა გვაქვს და ორივე ფორმაში ვართ. ჩველ ვალდებულნი ვიყავით ეს თამაში მოგვეგო, ყველა გუნდი, რომლებსაც ჩვენ ვეთამაშეთ ურთულესი მეტოქეები იყვნენ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ სამშაბათის მატჩისათვის, იმედი გვაქვს რომ ჩვენ სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.” – განაცხადა სანჩესმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში