“ბარსელონას” თავდამსხმელს ლიონელ მესის ექიმებმა, ლა ლიგის 32-ე ტურის ეგიდით, “ლევანტესთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, “მწვანე არ აუნთეს”.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოიშუშა და თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშიც კი განაახლა, თუმცა მედიკოსებს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარისკვა არ სურთ.
მესი მწვანე მინდორზე დაბრუნებას “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში გეგმავს, რომელიც გერმანიაში 23 აპრილს გაიმართება.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ “ლევანტესთან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს გუნდის ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსიც.
