ბრაზილიური ჩემპიონატისა და ლათინო ამერიკის ვარსკვლავი ჯერჯერობით ევროპაში გადაბარგებას არ ჩქარობს.
“ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მე “ბარსელონაში”, “რეალში”, “ჩელსიში” მივდივარ, თუმცა ეს ყველაფერი უფრო იუმორისტული შოუს ისტორიას ჰგავს. ყოველთვის ასე იყო”.
“არაფრის შეცვლა არ მსურს. “სანტოსში” ბედნიერი ვარ, აქ დარჩენა მინდა, კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს, რომლის ვადის ბოლომდე ამოწურვას ვაპირებ”, – კატეგორიულად განაცხადა ნეიმარმა.
“ვფიქრობ, ბრაზილიაში ნეიმარის ეტაპი საშინაო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება, სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება ჩემი შვილის ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი”, – ნაკლებად კატეგორიული კომენტარით შემოიფარგლა ახალგაზრდა ვარსკვლავის მამა.
