”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჯონათან დოს სანტოსმა გააგებინა კატალონიელებს, რომ ასეთი მცირე სათამაშო დროის გამო იგი მზადაა სხვა კლუბების შემოთავაზებები განიხილოს.
”შემდეგი სეზონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცეს. სეზონის ბოლოს მე ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ და საუკეთესოს ავირჩევ” – განაცხადა ჯონათანმა.
Metro იუწყება, რომ სანტოსით ”ლივერპულია” დაინტერესებული.
