მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი: ”გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დავრჩები”

სანჩესი: ”გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დავრჩები”

“ბარსელონას” ფორვარდმა ალექსის სანჩესმა გუნდიდან მის შესაძლო აბარგებასთან დაკავშირებული გავრცელებული ჭორები უარყო.

“სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ახლა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე ვარ კონცენტრირებული, გამარჯვება მსურს და საკუთარი კონტრაქტის პირობების შესრულება, რომელიც 2016 წელს მეწურება”.

“ბარსელონაში” ვიზრდები, როგორც ფეხბურთელი, ისევე პიროვნება. ვიმედოვნებ, აქ რაც შეიძლება უფრო მეტს ვისწავლი და სრულყოფილ ადამიანად ჩამოვყალიბდები”.

“ვფიქრობ, შემიძლია გუნდს უფრო მეტი მივცე. როდესაც მე გასულ სეზონში 15 გოლი გავიტანე, მაშინ ამასთან დაკავშირებით ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს. ამ სეზონში ჩემს ანგარიშზე 6 გოლია და მრავალფეროვანი საუბრები გაჩნდა, ამ სიაშია კრიტიკაც. თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნება უნდა ვიგრძნო და ნაბიჯი წინ გადავდგა”, – განაცხადა ჩილელმა თავდამსხმელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში