მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი თვლის, რომ გულშემატკივრების კრიტიკას გაგებით უნდა მოეკიდოს

ფაბრეგასი თვლის, რომ გულშემატკივრების კრიტიკას გაგებით უნდა მოეკიდოს

“ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ასეთ კლუბში ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებენ, იტყობინება ესპანური პრესა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აცხადებს, რომ ძალიან ხშირად გულშემატკივრებმა და პრესის წარმომადგენლებმა არ იციან ამა თუ იმ ფეხბურთელის სუსტი თამაშის ნამდვილი მიზეზი. ასევე, ფაბრეგასმა აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვასა და მცველის ერიკ აბიდალის დაბრუნება. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, ორივემ, როგორც ტიტომ, ისევე ერიკმაც, ორჯერ გადაიტანეს სიმსივნის დაავადებასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევა. აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა და კიდევ ბევრი სირთულე გადალახა.

“ხალხმა არ იცის, რომ ზოგჯერ შენ მოედანზე ავადმყოფი ან ტრავმიანი გადიხარ, თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიტიკა უნდა მიიღო”, – განაცხადა ფაბრეგასმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში