“ბარსელონა” უკვე ემზადება კლუბის მეკარესთან ვიქტორ ვალდესსთან განსაშორებლად, რომელმაც ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.
იმ შემთხვევაში თუ 31 წლის ესპანელი მეკარე კლუბს დატოვებს “ლურჯ-ბროწეულისფრები” შემდეგი სეზონისათვის 3 მეკარის შეყვანას აპირებენ განაცხადში. მათგან ერთ-ერთი “ბარსელონას” ახალგაზრდული კლუბის წევრი ოიერ ოლასაბალი იქნება, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის განაცხადში რამდენიმეჯერ მოხვდა.
