ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების შანსები შეაფასა ლიგის ფინალში მოხვედრისათვის.
“მე არ გამკვრივებია “დორტმუნდის” წარმატება. მათ ისევე როგორც დანარჩენმა სამმა გუნდმა დაიმსახურეს ევროპის ოთხ უძლიერესს კლუბთა შორის მოხვედრა. “ბარსელონას” დიდი რაოდენობით სირთულეების გადატანა მოუწევს “ბაიერნთან” მატჩში. მიუნხენის კლუბი მიმდინარე სეზონში არნახულ სანახაობას აჩვენებს, მათ სათავეში კი დიდებული მწვრთნელი უდგას. იურგენ კლოპის გუნდის თავდასხმა უბრალოდ შეუჩერებელია, სწორედ ამიტომ “რეალის” მთავარი ამოცანა მათი თავდამსხმელების შეჩერება იქნება. თუმცა მე ესპანურ კლუბებს ფავორიტად ვთვლი.” – განაცხადა დელ ბოსკემ.
