ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავიმ მოგებულ ტიტულებთან დაკავშირებით მის პოზიციაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში ღირსეული კლუბი შეიკრა.
“რეალობა იმაზე უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ის, რაზეც ვოცნებობდი. შენ ჯერ ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის… თუმცა, როდესაც შენ ჩემპიონთა ლიგის სამ, ჩემპიონატის შვიდ, მსოფლიოსა და ევროპის ტიტულებს იგებ, სწრაფადვე ამის გაცნობიერებას ვერ შეძლებ, რადგან ეს სამუშაოს ნაწილად ითვლება”.
“როდესაც კარიერას დავასრულებ, სწორედ ამის შემდეგ შევძლებ ჩემი მიღწევების სრულად შეფასებას. გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი. ადამიანურად ძალიან რთულია მისი მართვა, რადგან გასახდელში თითოეულ ფეხბურთელს თავისი აზრი გააჩნია. თუმცა მოედანზე ჩვენ მხოლოდ ერთი მიზნისთვის ვიბრძვით და მხოლოდ კლუბის ინტერესებზე ვფიქრობთ.” – განაცხადა ჩავიმ.
