“ბარსელონას” პირველი გუნდის სამწვრთვნელო შტაბში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. ამ სფეროში ყველაზე ხმაურიანი “ტრანსფერი” ძველი ნაცნობის, კარლეს ბუსკეტსის დაბრუნება გახდა კლუბში, მან მეკარეთა მთავარი მწვრთვნელის პოსტზე ხუან-კარლოს უნსუე შეცვალა, ეს უკანასკნელი “ნუმანსიას” ჩაუდგა სათავეში.
პირველი კონტაქტი პინტოსთან
გუნდთან ერთად ვარჯიშის შემდეგ, ბუსკეტსი პინტოსთან, ოიერ ოლასაბალთან, რუბენ მინიოსთან და ხორდი მასიპთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი ვარჯიში იყო არაჩვეულებრივად უძღვებოდა ვარჯიშის მსვლელობას და საკმაოდ კარგადაც მიმდინარეობდა მისი ტემპი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” პირველი გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი კლუბს მოგვიანებით შემოუერთდება.
წყარო: www.fcbarcelona.com
