მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღეს რომ “ბარსელონას” ამდენი გულშემატკივარი ჰყავს ნაწილობრივ ბრაზილიელი ჯადოქარის დამსახურებაა. მისი მოედანზე ყოფნა ერთი სიამოვნება იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა აგებდა თუ იგებდა გუნდი, მის სახეზე მუდამ ღიმილი იყო მოფენილი.

დიახ, საუბარი რონქლდინიოზეა, ის მოედანზე კი არ თამაშობდა, ცეკვავდა. მისი მოძრაობები ჰგავდა ცეკვას  ბურთთან. მაყურებელს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც ტიტულგამოყრუებულ მუზეუმში სამბას ჰანგები ჟღერდა. მკითხველო, სწორად გამიგე, მაშინ “ბარსელონა” ასეთი ტიტულიანი არ იყო როგორც დღესაა. 

ლეო მესი – რონალდინიომ “ბარსელონას” ანდერძი დაუტოვა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ათი ნომერი ამას მიეცითო. მესი დღეს საუკეთესოა, რა თქმა უდა, მაგრამ ყოველთვის მაქვს უკმარისობის გრძნობა. ლა პულგა მოედანზე იმას აკეთებს რაც საჭიროა, რონი კი მოედანზე ქუჩის წესებით თამაშობდა. რა გასაკვირია, მისი მოძრაობები სწორედ ბრაზილიის ერთ-ერთ მივიწყებულ მოედანზე დახელოვნდა. მას არ ეშლებოდა მეტოქის პატივისცემა. განა ბევრი ფეხბურთელია ისეთი, ვინც ჰეთ ტრიკის შემდეგ ბერნაბეუდან მადრიდისტებმა ფეხზე ამდგარი, ტაშით გააცილეს. მისი ბურთის ყოველი შეხებისას გამოსჭვიოდა უდიდესი სიყვარული ამ სპორტის სახეობის მიმართ. 

მკითხველო, შენ გეკითხები, დაიბადება კი ოდესმე ასეთი ფეხბურთელი? პასუხი ვერ მიპოვია და იქნებ შენ იცოდე. ალბათ ხვდები რა სიცარიელეს ვგრძნობ როდესაც მოედანზე არ არის ის ფეხბურთელი, რომელმაც კარვალიოს ბრაზილიური სამბა აცეკვა და პეტერ ჩეხი პირდაღებული დატოვა თავისი საოცარი დარტყმით. ნეტა კი არსებობს ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც ვერ იტანს რონალდინიოს? მეეჭვება. მეც ვინატრებდი მის მსგავს ფეხბურთელს, თუნდაც ჩემი გუნდის წინააღმდეგ ეთამაშა. მკითხველო და კულევ, არ ვართ ბედნიერები, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენს გუნდში ცეკვავდა, ბურთაობდა, ყველას აკვირვებდა და სახტად ტოვებდა? მადლობა ღმერთს, რომ მომასწრო მის თამაშს, მის შემოქმედებას ფეხბურთში. 

გული მტკივა, რომ ახლა მხოლოდ თანამემამულეებს ართობს, აცეკვება და ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. არ ვიცი რას ფიქრობს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა მისნაირ ფეხბურთელს. არ აქვს მნიშვნელობა მის ასაკს.  ნეტა კი ასი წლის რონალდინიოს თამაში მაყურებინა სტადიონზე და ფეხბურთის ყურებას თავს დავანებებდი. ნეტავ, ნეტავ, ადამიანის სურვილები უსაზღვროა როგორც რონალდინიოს შესაძლებლობები. არ ვიცი კიდევ როგორ შეიძლება ადამიანი აგებდე და ფეხბურთის თამაშით კიდევ სიამოვნებას იღებდე. ალბათ რონდინიო უნდა იყო, რომ ეს გაიგო. ის ჩემპიონია, სამუდამო ჩემპიონი, ანგარიშს ტაბლოზე არ აქვს მნიშვნელობა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში