მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ თავის დროზე მისი გადაბირება “ბარსელონას” სურდა, იტყობინება ესპანური პრესა.
თუმცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით არამხოლოდ “ლურჯ-ბროწეულისფრები” იყვნენ დაინტერესებულნი. მადრიდის “რეალიც” განიხილავდა მისი ტრანსფერის შესაძლებლობას.
“ნამდვილად, ორი-სამი წლის წინ “რეალთან” და “ბარსელონასთან” კონტაქტი მქონდა. თუმცა “ბაიერნში” დარჩენა გადავწყვიტე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ ვნანობ. მინდა კარგი იმიჯით გამოვირჩეოდე და ბევრისთვის მაგალითიც გავხდე”, – განაცხადა რიბერიმ.
