ბრაზილიური “სანტოსის” ფეხბურთელი ნეიმარ ჯუნიორი ბარსელონაში ივლისში ჩამოვა, რომ გამართოს მოლაპარაკებები კლუბთან.
შხვედრა გაიმართება კონფედერაციის თასის ჩატარების შემდეგ, რომელშიც ნეიმარი მონაწილეობას ღებულობს. მას არ სურს მოლაპარაკებებმა ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს.
“ნეიმარი ამ ზაფხულს კონფედერაციის თასზე მიიღებს მონაწილეობას, ცხრა ივლისს კი ის მცირე შვებულებას აიღებს, რომ ჩამოფრინდეს ბარსელონაში და აწარმოოს მოლაპარაკებები “ბარსელონასთან” – აცხადებს ნეიმართან ახლოს მყოფი პიროვნება.
