კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას სურს, რომ შემდეგი სეზონიდან მის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყოს. იტყობინება, sport.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა კი უკვე დაადასტურა, რომ პირველ გუნდს მნიშვნელოვანი შემცირება ელის. შენაძენების დამატებით, არენდაში მყოფი ფეხბურთელების დაბრუნებითა და მეორე გუნდიდან გადმოსული ფეხბურთელების შემდგომ მიმდინარე ზაფხულში კლუბის შემადგენლობის რაოდენობამ შესაძლოა 36-ს მიაღწიოს.
