მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ”ბაიერნთან” გასამართი მატჩისთვის მზად იქნება

მესი ”ბაიერნთან” გასამართი მატჩისთვის მზად იქნება

 

ლეო მესის დღეს კვლავ ჩაუტარდა დეტალური ტესტები, რათა დადგენილიყო მისი მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის მდგომარეობა, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში დაიზიანა.

2 აპრილის შემდეგ მესი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, რათა ”პსჟ”-სთან განმეორებითი მატჩისთვის მზად ყოფილიყო. არგენტინელი მოედანზე ბოლო 30 წუთით შევიდა და 1/2 ფინალში გასვლის საკითხი გადაიჭრა. მატჩის შემდეგ დადასტურდა, რომ ტრავმის რეციდივი არ მომხდარა.

მას შემდეგ ლეო კვლავ ინტენტსიურად გადის ფიზიოთერაპიის კურსს, ხოლო დღეს მორიგი ტესტები ჩატარდა. პასუხები ძალიან კარგია და ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ მიუნხენის ”ბაიერნის” წინააღმდეგ, 23 აპრილს ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში