”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა, რომელსაც მძიმე დაავადების გამო 1 წლით უქმობა მოუწია ისაუბრა ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებზე.
”ღვიძლის გადანერგვა ეს ერთი ოპერაცია არ არის, არამედ 5 ოპერაცია ძალიან მცირე დროში. მე 19 კილოგრამი დავიკელი. ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა. ერთხელაც ვერ გავუძელი და ექიმს ვთხოვე, რომ ხელოვნური კომის რეჟიმში გადავეყვანე. მეოთხე ოპერაციის შემდეგ ჩემს მუცელში ძალიან ბევრი სითხე დაგროვდა. ამის შესახებ ექიმებმა მოგვიანებით მითხრეს. მათ დღესაც უკვირთ, თუ როგორ გავუძელი ყველაფერს. სიკვდილზე არასდროს მიფიქრია, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს ღმერთი იღებს” – განაცხადა აბიდალმა.
