მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი:” ტრავმები უკან გვხევს”

ფაბრეგასი:” ტრავმები უკან გვხევს”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ გუნდში ხშირი ტრავმიანობა კლუბს ვნებს. 

“წელს უფრო მეტი ტრავმებია, ვიდრე წინა წლებში და ეს ცუდის მანიშნებელია. ტრავმები უკან გვხევს და ფორმაში დაბრუნება თავიდან გვიწევს, სეზონი კი დასასრულს უახლოვდება, მატჩები რთულდება, უფრო ძლიერი მეტოქეები გვხვდებიან და ტიტულების მოგება უფრო რთულდება.”

“რაც შეეხება “რეალ სარაგოასსთან” მატჩს, “ლა რომარედაზე” თამაში ყოველთვის რთულია. იქ არც ისე კარგი ატმოსფეროა ჩვენთვის, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ და მოვიპოვეთ გამარჯვება. მხოლოდ ესაა მთავარი. ახლა “ლევანტეზე” უნდა ვიფიქროთ.” – დაასრულა ფაბრეგასმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში