ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, გუშინდელი წილისყრის შემდგომ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” გერმანულ “დორტმუნდს” დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ესპანური გრანდი “ბარსელონა” ასევე გერმანიის წარმომადგენელს “ბაიერნს”.
“ის ფაქტი, რომ ორი ესპანური კლუბი ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა, ეს ესპანური ფეხბურთის წარმატების მაუწყებელია. პირადად მე ვისურვებდი ესპანური ფინალი მენახა. მე ჩვენს კლუბებს ვურჩევდი, რომ ყურადღებით იყვნენ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან, მეტოქის არდაფასება. რასაკვირველია საუბარი ევროპის უძლიერეს კლუბებზეა, მიუხედავად იმისა, რომ “დორტმუნდმა” 1/4 ფინალში არცთუ ისე ძლიერი თამაში ითამაშა “მალაგასთან”. – განაცხადა დელ ბოსკემ.
