ფეხბურთის ერთ-ერთმა რუსმა კომენტატორმა, ვლადიმირ სტოგნიენკომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ეტაპის წილისყრაზე ისაუბრა.
”პირველად, დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, სადაც ”ბარსელონა” ფავორიტი არ არის. მიუნხენელების და კატალონიელების წყვილში,ფავორიტები გერმანელები არიან, რადგან ამ სეზონში ჰაინკესის გუნდმა დაგვანახა გუნდის რეალური ძალა, მაგრამ მიუნხენელების სერიოზულ უპირატესობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ხომ ”ბარსელონაა”!”
