მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკენსმა “ბარსელონაზე” ისაუბრა.
” “ბარსელონა” რამდენიმე წელია ევროპაში დომინირებს. ვხვდებით, რომ წინ ძალიან რთული მატჩები გველის. ფინალში მხოლოდ საუკეთესოები გავლენ. ორივე გუნდში ტოპ-კლასის ფეხბურთელები თამაშობენ და მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოვა, მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. “ბარსელონა” მხოლოდ მესი არაა. კატალონიაში თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები, რომლის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება.”
“ორივე გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ორივეს კარგი შეტევა, ნახევარდაცვა და დაცვა ჰყავს. “კამპ ნოუ” განსაკუთრებული სტადიონია და იქ შესანიშნავი ატმოსფეროა. იქ თამაში გაგვიჭირდება, ამიტომ სახლში მობილიზებულად უნდა ვითამაშოთ.” – დაასრულა ჰაინკენსმა.
