მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარჰ ჰაინც რუმინეგემ ისაუბრა ნახევარფინალების წილისყრაზე.
“ბარსელონა” ჩემთვის მაგალითია. ბოლო წლებში კატალონიელებმა ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგეს. დღეს ის ევროპის საუკეთესო გუნდია, რომელსაც უდიდესი შემტევი პოტენციალი აქვს. 2009 წელს ჩვენ მათ შევხვდით და დასანანად დავმარცხდით. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს მატჩი, მაგრამ არ ვსაუბრობთ მასზე, რადგან ჩვენ ეს ძალიან გვტკივა. საბოლოოდ, გვეძლევა საშუალება ჩვენი ნამდვილი შესაძლებლობები ყველას ვაჩვენოთ.”
“ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ ორ შესანიშნავ მატჩს. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ მიცრე უპირატესობა გვაქვს, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ. ვფიქრობ ბევრი კომენტარი საჭირო აღარაა. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.” – დაასრულა რუმინეგემ.
