“მიუნხენის ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკენსმა კატალონიის “ბარსელონაზე” ისაუბრა.
“არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით ნახევარფინალში. ყველა გუნდი ერთმანეთზე ძლიერია და მარტივი მატჩები აღარ იქნება. ჩვენთვის ეს დიდი წარმატებაა, რომ საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით.”
“თუ “ბარსელონას’ შევხვდით, ჩვენ მზად ვართ. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ, იმაზე კარგად ვიდრე ეს გუნდს ან სხვა ვინმეს წარმოუდგენია. მე ვიცი მათი ტაქტიკები, კომბინაციები, ფეხბურთელები.” – დაასრულა ჰაინკენსმა.
