კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების მიძღვნა ტიტო ვილანოვასთვის უნდა.
“გუშინ გუნდმა შესანიშანვი მატჩი ჩაატარა. თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, ყველას გვსურს, რომ ეს გამარჯვება ტიტო ვილანოვას მიუძღვნათ. ის შესანიშნავი მწვრთნელი და პიროვნებაა, რომელმაც ლა ლიგის გამარჯვებამდ თითქმის მიგვიყვანა. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა, ამის გაკეთება ყველას გვსურს.”
“ექიმმა მითხრა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე. 19 წლის ასაკიდან ჩემი ნორმალური ცხოვრება ფეხბურთია, ამიტომაც დავბრუნდი აქ. მინდა კარიერა აქ დავასრულო, მაგრამ თუ გუნდს არ დავჭირდები აუცილებლად სამშობლოში წავალ.” – დაასრულა აბიდალმა.
