კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს სესკ ფაბრეგასს გუშინდელი მატჩის დროს ქალიშვილი შეეძინა.
ფაბრეგასის მეგობარმა გოგონამ დანიელა სემაანმა ბარსელონას ჰოსპიტალში “ბარსელონა” – “პსჟ-ს” მატჩის დროს იმშობიარა და ქვეყანას მოევლინა ლია ფაბრეგასი. სესკამა ახალი ამბავი მატჩის დასრულებისთანავე გაიგო და მალევე შეუერთდა შეყვარებულსა და ქალიშვილს.
გუშინდელი ძეობა წელს “ბარსელონაში” მეშვიდეა. პინტო, მესი, ვალდესი, ვილია, პიკე და პედროც წელს გახდნენ მამები.
