კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა კარგად იციან როგორ ჩაატარონ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში.
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, სასწორზე კი ნახევარფინალის საგზურია. სწორედ ასეთია მნიშვნელოვანი მატჩები. ვფიქრობ ჩემმა გუნდმა იცის, როგორ ითამაშოს ასეთ შემთხვევაში. ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ “მილანთან” და არ დაუთმეთ არცერთი ეპიზოდი. გვამრთებს ყურადღებით ვითამაშოთ, რადგან შეიძლება ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალოს. სახლში ვთამაშობთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, მაგრამ ეს ფავორიტებად არ გვხდის. 90 წუთი კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.”
“მესის მონაწილეობის საკითხი დღეს/ხვალ გადაწყდება. ყველაფერი მის თვითშეგრძნებაზე იქნება დამოკიდებული. ის ჩვენი გუნდის ლიდერია და მის არ ყოფნით დიდი ძალა დაგვაკდება. ეს ცხადია. ამასთან გატანა ჩვენს გუნდში ბევრმა იცის, ამიტომ გოლების პრობლემა ჩემი აზრით არ იქნება.” – დაასრულა ინიესტამ.
