მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ-სთან მატჩი პიკესთვის, ”ბარსას” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე იქნება

პსჟ-სთან მატჩი პიკესთვის, ”ბარსას” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე იქნება

ოთხშაბათს ჩასატარებელი მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ, ხერარდ პიკესთვის ”ბარსას” მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში 50-ე იქნება. კატალონიელი ცენტრალური მცველი პარიზელების წინააღმდეგ აუცილებლად მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, რადგან ”ბარსას” სხვა უკანახაზელები, ამა თუ იმ მიზეზების გამო, ვერ ითამაშებენ.

ასე რომ, ხუთშაბათს პიკე გახდება ”ბარსელონას” მეშვიდე ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 ან მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. მხოლოდ ჩავის (134), პუიოლს (119), ვალდესს (101), ინიესტას (86), მესის (77) და ალვესს (52) ექნებათ უფრო მეტი ჩატარებული თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე პიკეს. 

ორი ტიტული და ორი ნახევარფინალი 

პიკეს კატალონიურ კლუბში გადმოსვლის შემდეგ (2008 წელი), ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე საუცხოო თამაშს აჩვენებს. 4 სეზონში ხერარდმა 2-ჯერ ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი მოიპოვა (2009 და 2011), ხოლო 2-ჯერ ამ გათამაშებას ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა (2010 და 2012). 49 თამაშში მას 4 გოლი აქვს გატანილი.

4 მატჩი ”მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად 

სანამ ხერარდი ”ბარსაში” გადმოვიდოდა, მან მანჩესტერელების მაისურით ოთხი მატჩის თამაში მოასწრო. მისი დებიუტი ევროთასებზე 2004 წელს, ”ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ შედგა. მაშინ, პიკე მხოლოდ და მხოლოდ 17 წლის იყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში