”ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ორშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა. შედეგმა აჩვენა: არის 50-პროცენტიანი შანსი იმისა, რომ თუ ლეომ მონაწილეობა მიიღო პსჟ-სთან მატჩში, მას ტრავმის რეციდივი ექნება. თვითონ არგენტინელი იმედოვნებს, რომ თამაშზე სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ ლეომ ორთავა კუნთის ტრავმა 2 აპრილს მიიღო, პსჟ-სთან შეხვედრაში და ამის გამო, ”მალიორკასთან” მატჩიც გამოტოვა. ამგვარად მან შეწყვიტა საოცარი სარეკორდო სერია, რომელიც 19-ტური გრძელდებოდა.
