კატალონიის “ბარსელონას” მაესტრომ ჩავი ერნანდესმა, მის მთავარ მწვრთნელზე ტიტო ვილანოვაზე ისაუბრა, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან.
“უმწვრთნელოდ ყოფნა დიდხანს მოგვიწია. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით ჟორდი როურასთან და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებთან, ყველანი, კაპიტნებიდან დაწყებული ახალგაზრდა შემადგენლობით დასრულებული. მაგრამ ჩვენ მაინც გვაკლდა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენთან იყო და ვარჯიშებზეც კი გვერდზე გვედგა.”
“ახლა ტიტო კარგი გუნება- განწყობილებით დაბრუნდა, რაც მთელ გუნდს გვახარებს. ის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია. ჩვენ ყველა მასთან ერთად ვიბრძოდით და ვიტანჯებოდით. მთელმა გუნდმა დავამარცხეთ ურთულესი მეტოქე.” – დაასრულა ჩავიმ.
