“პსჟ-ს” მცველმა მამადუ სახომ განაცხადა, რომ მისი გუნდი კატალონიაში გამარჯვების სურვილით უნდა ჩავიდეს და შეეცადოს დაამარცხოს მსოფლიოში საუკეთესო კლუბი.
“გასაგებია, რომ პირველ მატჩში გაგვიჭირდა. ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ წინააღმდეგობა გაუწიეთ მსოფლიოში საუკეთეოს გუნდს. შანსები ნამდვილად გვაქვს. სტუმრად ჩავდივართ და ჩვენს ერთ გოლსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.”
“მთავარია გუნდს ჰქონდეს გამარჯვების სურვილი, ჟინი, რომ დაამარცხონ მსოფლიოში საუკეთესოები. სწორედ ამ სურვილს შეუძლია გაგვიყვანოს ნახევარფინალში. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველა მოუთმენლად ველით მატჩს.” – დაასრულა სახომ.
