მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის ექიმი: ”ერიკს კიდევ 2 წელი შეუძლია თამაში”

აბიდალის ექიმი: ”ერიკს კიდევ 2 წელი შეუძლია თამაში”

 

ქირურგმა ხუან კარლოს გარსია-ვალდეკასასმა, რომელმაც ერიკ აბიდალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა ისაუბრა ფეხბურთელის აღგენით კურსზე და მის საფეხბურთო პერსპექტივებზე.

”ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოედანზე მისმა დაბრუნებამ, რადგან ასეთი ოპერაციების შემდეგ უმთავრესი მიზანი პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. შესაშნავია ის, რომ ერიკი პროფესიული ვალდებულებების შესრულებას შეუდგა.

ჩემს კარიერაში ასეთი შემთხვევაში არ ყოფილა. აბიდალი ღვიძლის გადანერგვის შემდეგ 90 პროცენტით დაუბრუნდა იმ ფუნქციების შესრულებას, რასაც ოპერაციამდე აკეთებდა. ახლა ერიკი ”ბარსელონას” ისეთივე ფეხბურთელია, როგორც მისი თანაგუნდელები.

ახლა საჭიროა წინ ეტაპობრივად ვიაროთ. კლუბის სამედიცინო შტაბი ამ სიტუაციას ძალიან ფრთხილად ეკიდება. ბოლოს და ბოლოს თავად ერიკმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი ელის. ჩვენ მხოლოდ განცვიფრება და გახარება შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ მას კიდევ 2 წელი შეუძლია ფეხბურთის თამაში” – განაცხადა ექიმმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში