კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ჩავი ერნანდესმა “ბარსელონა ბ-ზე” ისაუბრა.
“ახალი თაობა უფრო ტექნიკური და ძლიერი ფეხბურთელებითაა სავსე. მათ შეუძლიათ მიაღწიოთ უფრო ბევრს ვიდრე ჩვენ მივაღწიეთ. გულშემატკივარს წინ კიდევ უფრო მეტი სანახაობა ელის. ახალგაზრდებს ყოველთვის სურთ გამარჯვება და ამით განსხვავდებიან უფროსებისგან. ბევრი ფეხბურთელის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც მომავალში უდიდეს წარმატებას მიაღწევს. რამდენიმე ფეხბურთელი უკვე პირველ გუნდში დააწინაურეს.”
“მთავარია ის, რომ მათ უყვართ “ბარსელონა” და ყველა აქ ტრიუმფზე ფიქრობს. სწორედ ესაა მთავარი, ითამაშო გუნდისთვის და მოიპოვო გუნდური ტიტულები, დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.” – დაასრულა ჩავიმ.



