კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელის.
მისი გადაწყვეტილებით ბევრი რამ შეიცვლება კლუბში. თუ ის გადაწყვეტს გადავიდეს სხვა გუნდში, კატალონიელებს მოუწევთ სხვა შემტევი ფეხბურთელის მოძებნა. ამასთან ფინანსები განსაზღვრულია, მაგრამ მეკარე და ცენტრალური მცველი, ფაქტია, გუნდს უფრო მეტად სჭირდება ვიდრე ნეიმერი.
ბრაზილიელის ტრანსფერში ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება. “სანტოსის” ხელმძღვანელობა მას მინიმუმ 40 მილონედ გამოემშვიდობებიან, თუმცა ბრაზილიური კლუბი საკუთარ მდგომარებოაზეც ფიქრობს და ცდილობენ რაც შეიძლება გაწელონ დრო ტრანსფერამდე.
